პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის პარტნიორობით, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ გაიმართება. ინიციატივა მედიცინის სფეროს ექსპერტებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს გააერთიანებს.

ღონისძიება 2 დღის განმავლობაში უმასპინძლებს წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებლებს, მკვლევრებს, კლინიცისტებს, ინჟინრებსა და ჯანდაცვის სექტორის ექსპერტებს 10 ქვეყნიდან: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ირლანდია, პოლონეთი, ჩეხეთი და იორდანია.

ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ ხელოვნური ინტელექტის როლზე მედიცინაში, დარგობრივ ინოვაციებსა და სექტორის მომავალზე.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიურ პერსონალს, სამედიცინო სფეროს პროფესიონალებს, მკვლევრებს, პედაგოგებსა და ინოვატორებს. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია როგორც სპიკერის (15-წუთიანი ზეპირი მოხსენებით, პანელურ დისკუსიებსა თუ ვორქშოფებში მონაწილეობით), ისე მსმენელის სტატუსით - ამისთვის მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო.

კონფერენციის თემატური მიმართულებებია:

 AI სამედიცინო დიაგნოსტიკასა და თერაპიულ ჩარევებში;

 AI სამედიცინო განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში;

 AI კლინიკური პრაქტიკის ადმინისტრირებასა და მართვაში.

მნიშვნელოვანი თარიღები:

აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადა: 28 სექტემბერი, 2026;

პასუხების შეტყობინება: 5 ოქტომბერი, 2026;

ყველა მიღებული აბსტრაქტი გამოქვეყნდება კონფერენციის ოფიციალურ კრებულში.

კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 29 - 30 ოქტომბერი: Hilton Garden Inn

მონაწილეობისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ აქ.