პირველკურსელთა სამეცნიერო კონფერენცია – „სოციოლოგია ჯანდაცვაში“

პირველკურსელთა სამეცნიერო კონფერენცია – „სოციოლოგია ჯანდაცვაში“

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მენეჯმენტის, პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობით გაიმართა ტრადიციული პირველკურსელთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – „სოციოლოგია ჯანდაცვაში“.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პირველი კურსის სტუდენტთა მიერ მომზადებული ნამუშევრები, რომლებიც ეფუძნებოდა ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს, ჯანმრთელობის სოციალურ დეტერმინანტებს დარისკ-ფაქტორებს. 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები: მარიამ უმეკაშვილი, ელენე ფხალაძე, ნინი ტუსკაძე, ელენე ბჟალავა, გურამ ბაბუხადია, ლიკა გოგბერაშვილი, თათია ადამია, გვანცა ჯიქურაშვილი, დეა დვალი, თამარ ბასილაშვილი, რიტა ხუბუნაია და პილარი სანიუტკა.

სტუდენტებმა წარმოაჩინეს კვლევის დაგეგმვის, განხორციელების და პრეზენტაციის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები.

ღონისძიების პროგრამა