პოეზიის საღამო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

პოეზიის საღამო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 8 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობისა და თსსუ–ის ივ. თარხნიშვილის სახელობის სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა პოეზიის საღამო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ექიმებისა და პროფესორების მონაწილეობით.

ღონისძიება დაყოფილი იყო 2 განყოფილებად. პირველ განყოფილებაში საკუთარი ლექსები წაიკითხეს თსსუ-ის სტუდენტებმა, ხოლო მეორე განყოფილებაში, როგორც საკუთარ, ასევე სხვა პოეტების შემოქმედებას, მსმენელს აცნობდნენ პროფესორ- მასწავლებლები: გიორგი ნატრიაშვილი, დიმიტრი კორძაია, გია კობახიძე, ია სულაბერიძე, ლადო კახაძე, მარი მალაზონია, ნანა ცინცაძე, ნატო ღეჩუაშვილი, თამუნა ობგაიძე, ვასილ არჩვაძე, თემურ პეტრიაშვილი, დინარა კასრაძე, ტატო ლუარსაბიშვილი.

პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ თსსუ-ის ვიცე–რექტორი დავით ჭავჭანიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ირინე კვაჭაძე, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან რუხაძე , პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები.