პოზნანის  სამედიცინო  მეცნიერებების, გდანსკის და ერევნის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტების სტაჟირება   თსსუ–ის  საუნივერსიტეტო კლინიკებში

პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების, გდანსკის და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირება თსსუ–ის საუნივერსიტეტო კლინიკებში

   
   

2016  წლის 27 ივლისს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ  შეხვედრა გამართა ბილატერალური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თსსუ-ში სტაჟირებაზე მყოფ უხოელ სტუდენტებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, თსსუ–ის ვიცე-რექტორი, პროფესორი ხათუნა თოდაძე, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი დავით დელიბაშვილი და სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია.

პროგრამაში მონაწილებდა პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა (პოლონეთი), გდანსკის (პოლონეთი) და ერევნის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის (სომხეთი) 26 სტუდენტი.

ახალგაზრდა მედიკოსებმა სამი კვირის განმავლობაში: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, გივი ჟვანიას პედეატრიის აკადემიური კლინიკის, აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის და სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ,,უნი-დენტი“–ს სხვადასხვა დეპარტამენტებში გაიარეს კლინიკურ სტაჟირება.

ბილატერალური გაცვლითი პროგრამა პოლონეთის წამყვან სამედიცინო უნივერსიტეტთან  ხორციელდება 2013 წლიდან თსსუ–ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან  ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით და საერთაშორისო  ურთიერთობების დეპარტამენტის მხარდაჭერით.

რექტორმა მადლობა გადაუხადა სტუდენტებს პროგრამაში მონაწილეობისათვის, ხაზი გაუსვა პროგრამის მნიშვნელობას და გამოთქვა მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისათვის.

სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სტაჟირების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, გულთბილი დახვედრისთვის. დადებითად შეაფასეს ქართველი ექიმების პროფესონალიზმი და  საუნივერსიტეტო კლინიკებში  სწავლების მაღალი სტანდარტი.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს  გადაეცათ სტაჟირების დამადასტურებელი  სერტიფიკატები  და  უნივერსიტეტის სამახსოვრო საჩუქრები.