პროექტ SAFEMED+-ის  დასკვნითი ღონისძიება

პროექტ SAFEMED+-ის დასკვნითი ღონისძიება

2023 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში  Erasmus+ პროექტ SAFEMED+-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მას დაესწრნენ  კონსორციუმის მონაწილე უნივერსიტეტების დელეგაციები უკრაინიდან, სომხეთიდან, იტალიიდან და ლიეტუვიდან.  

ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ.

პროექტი SAFEMED+ „სიმულაცია დიპლომამდელ სამედიცინო განათლებაში პაციენტის მოვლის უსაფრთხოებისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად“ სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გულისხმობდა სამედიცინო განათლებაში ინოვაციების დანერგვას, გამოცდილების გაზიარებას და თანამედროვე მიდგომით კლინიკური ხაზის გაძლიერებას. ასევე, კომპეტენციაზე დაფუძნებული, სამედიცინო სიმულაციური სწავლების დანერგვას და განვითარებას მონაწილე უნივერსიტეტებში, მოთხოვნების შესაბამისად, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა შორის სათანადო კლინიკური კომპეტენციების ჩამოყალიბებას.

შეხვედრის შემდეგ მონაწილეებმა დაათვალიერეს კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი და დაესწრნენ თსსუ-ის კულტურის ცენტრის მიერ გამართულ კონცერტს.