პროფესორ თამარ სანიკიძის ლექციები პოლონეთში

პროფესორ თამარ სანიკიძის ლექციები პოლონეთში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი თამარ სანიკიძე  21-26 თებერვალს ERASMUS+  KA107 პროექტის  ფარგებში მივლინებით იმყოფებოდა პოლონეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სჩეჩინში,  ვესტ-პომერანიის ტექნიკურ უნივერსიტეტში.

პროფესორმა თამარ სანიკიძემ  წაიკითხა ლექციები თემებზე:“ბიოსამედიცინო აპარატურა –კლინიკური გამოყენება“ და „ ელექტრომაგნიტური გამოსხივების უარყოფითი ეფექტები“.

ლექციებს ესწრებოდნენ ვესტ-პომერანიის ტექნიკური და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ERASMUS+ პროგრამის მობილობის სტუდენტები.