პროფესორ თამარ სანიკიძის ვიზიტი ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტში

პროფესორ თამარ სანიკიძის ვიზიტი ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტში

2024 წლის 11-18 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტში (LJMU).

აღსანიშნავია, რომ პროფესორი თამარ სანიკიძე გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის FR-22-6966 „ლაზერული ბიოაგროტექნოლოგიით დამუშავებული ხორბლის ფენოლური ნართების რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა, განმაჯანსაღებელი პრეპარატის დამზადების მიზნით“ ფარგლებში.

ვიზიტის დროს განხორციელდა საგრანტო პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები - ლაზერული ბიოაგროტექნოლოგიით დამუშავებული ხორბლის  ფენოლური ნართების რაოდენობრივი და თვისობრივი  კვლევა. უცხოელ კოლეგებთან ერთად მოხდა პროექტის შედეგების განხილვა, დაიგეგმა ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების თემატიკა და მომავალი ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიები.