პროფესორ თამარ სანიკის ვიზიტი პოლონეთში

პროფესორ თამარ სანიკის ვიზიტი პოლონეთში

2022 წლის 5-10 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე ევროკავშირის პროგრამის “Integration” ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთში, პომერანიის სამედიცინო უნივერსიტეტში. 

ვიზიტის ფარგლებში თამარ სანიკიძემ წაიკითხა ლექციები სამედიცინო ფიზიკასა და ბიოფიზიკაში. პომერანიის უნივერსიტეტში ყოფნისას თსსუ-ის პროფესორმა შეხვედრები გამართა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, სადაც განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.