პროფესორ თეიმურაზ ნათაძის ხსოვნის საღამო

პროფესორ თეიმურაზ ნათაძის ხსოვნის საღამო

   
   

2016 წლის 14 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის “ცისფერ  დარბაზში” ჩატარდა 1976–1990 წლებში პათოფიზიოლოგიის კათედრის გამგის, ღვაწლმოსილი ქართველი მეცნიერისა და პედაგოგის, პროფესორ თეიმურაზ ნათაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო.

საღამოს უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი თეიმურაზ პეტრიაშვილი. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.  პროფესორ თეიმურაზ ნათაძის ცხოვრებაზე, პროფესიულ მოღვაწეობაზე ისაუბრეს და მსმენელს მოგონებები გაუზიარეს: სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციული მათემატიკის და ბიომექანიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ციბაძემ,  პათ–ფიზიოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა გურამ ბექაიამ,  ფარმაციის ფაკულტეტის ფარმაკოთერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ნელი ანთელავამ, ფსიქიატრმა, მედიცინის  მეცნიერებათა დოქტორმა  ზურაბ ზურაბაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, საქართველოს კლინიკურ-ანატომთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის ანატომთა ასოციაციის წევრ-კოორდინატორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ კაციტაძემ, ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ხეცურიანმა, ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის დეპარტამენტის მოწვეულმა–მასწავლებელმა,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა მარინა ლაბაძემ, პარტია „საქართველოს სახალხო ფრონტი“–ს ლიდერმა ნოდარ ნათაძემ.

ხსოვნის საღამოს ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა პროფესორ–მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები.

პროფესორ თეიმურაზ ნათაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო დასრულდა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენებით,  რომელშიც ასახული იყო ღვაწლმოსილი მამულიშვილის ცხოვრებისეული ფრაგმენტები.

იხილეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „სამედიცინო გაზეთში“ გამოქვეყნებული საგაზეთო მასალები, რომელიც მიეძღვნა პროფესორ თეიმურაზ ნათაძის ხსოვნას.