პროფესორ თენგიზ ახმეტელის საიუბილეო საღამო

პროფესორ თენგიზ ახმეტელის საიუბილეო საღამო

მიმდინარე წლის 26 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ თენგიზ ახმეტელის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. კოლეგებმა და მოწაფეებმა გაიხსენეს დიდი პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა.

თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ „უნივერსიტეტის ბურჯი“ უწოდა პროფესორ თენგიზ ახმეტელს, შეაფასა მისი ღვაწლი პედაგოგიურ მოღვაწეობასა და ქირურგიაში. 

საღამოზე, რომელიც ჯონი ჯანაშიას მიჰყავდა, სიტყვით გამოვიდნენ პროფესორები: შოთა გამყრელიძე,  ნოდარ ლომიძე, გურამ ტატიშვილი, ბაადურ მოსიძე, კახა ქუთელია, კოკა ფრუიძე. კიდევ ერთხელ აღნიშნეს თენგიზ ახმეტელის დიდი დამსახურება ახალგაზრდა კოლეგებისა და სტუდენტების  წინაშე.

მუსიკალურ ნომრებს ასრულებდნენ: ტრიო „ბალადა“, „თეატრალური კვარტეტი“ და „შვიდკაცა“.

იხილეთ ვრცელი ვერსია