პროფესორ თინათინ ჩიქოვანის ვიზიტი დუბაიში

პროფესორ თინათინ ჩიქოვანის ვიზიტი დუბაიში

2018 წლის 2-6 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი მივლინებით იმყოფებოდა დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) იმუნოპათოლოგიის მსოფლიო ასოციაციის „მე-12 მსოფლიო კონგრესზე ფქოდი, ასთმა და რესპირაციული ალერგია“ მონაწილეობის მისაღებად.

ღონისძიებაზე პროფესორი თინათინ ჩიქოვანი  პლენარული სექციების თანათავმჯდომარე და პოსტერული სესიის მოდერატორი გახლდათ.

პლენარულ სექციაზე  ქალბატონმა თინათინმა წარადგინა მოხსენება: „იმუნური დაბერება - ჯანმრთელი სიბერე და კიბო“.