პროფესორ ჰენრი ჰოლდენის საჯარო ლექციები თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

პროფესორ ჰენრი ჰოლდენის საჯარო ლექციები თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

2019 წლის  27 მაისს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) ნევროლოგიის ინსტიტუტის  (Queen Square Institute of Neurology) ნეიროგენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ნევროლოგიისა და ნეიროგენეტიკის პროფესორი ჰენრი ჰოლდენი და მისი ასისტენტები ესტუმრნენ.  

ვიზიტის ფარგლებში პროფესორ ჰოლდენმა  თსსუ-ის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის და კლინიკის ექიმებისთვის წაიკითხა საჯარო ლექციები შემდეგ საკითხებზე:

1.  ნეიროგენეტიკის გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში. ვიდეოსესია. როგორ იმართება კოლაბორაციული კვლევები ნეიროგენეტიკაში?

2. მემკვიდრეობითი ნათხემისებრი ატაქსიის გენეტიკური საფუძვლები , ჰანტინგტონის დაავადება . ვიდეოსესია.

3. გენის იდენტიფიცირების და მომავალი თაობის DNA მიმდევრობის განსაზღვრის შედეგების მნიშვნელობა ნევროლოგიური დაავადებებისთვის. 

ასევე, სტუმრები დაესწრნენ ნეიროდეგენერაციული, ეპილეფსიური და სინაპტოპათიური  პათოლოგიების მქონე (მემკვიდრული ატაქსიები, პარკინსონის დაავადება, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ჰალევორდენ –შპატცის დაავადება, მიოპათიები და სხვ) პაციენტების გასინჯვას.