2013 წლის 16-18 აპრილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი პროფესორებისა და სპეციალისტების ჩამოყვანას საქართველოში ლექციების ჩატარებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია თელ-ავივის უნივერსიტეტის (ისრაელი) სოურასკის სამედიცინო ცენტრის, დანა-დვაკის ბავშვთა ჰოსპიტალის პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იცხაკ ვინოგრადი.
თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის აუდიტორიაში პროფესორმა იცხაკ ვინოგრადმა სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია – “ჰირშპრუნგის დაავადება და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“.
პროფესორმა იცხაკ ვინოგრადმა ქართველი კოლეგებისთვის ჩაატარა კონსულტაციები და საჩვენებელი ოპერაციები.