პროფესორ იცხაკ ვინოგრადის ლექციები და ოპერაციები თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

პროფესორ იცხაკ ვინოგრადის ლექციები და ოპერაციები თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

2013 წლის 11–13 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვია თელ-ავივის უნივერსიტეტის (ისრაელი) სოურასკის სამედიცინო ცენტრის, დანა-დვაკის ბავშვთა ჰოსპიტალის პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იცხაკ ვინოგრადი. 

პროფესორმა იცხაკ ვინოგრადმა  თსსუ–ს სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხა ლექციები და

ჩაატარა 5 სხვადასხვა სირთულის ოპერაცია: 

  • „უკანა ტანის ატრეზის შემდგომი ანუსის პლასტიკა“;
  • „ჰირშპუნგის ოპერაცია“;
  • „რადიკალური ოპერაციები – შემდგომი კოლოსტომის დახურვა“ – სამი ოპერაცია.
 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროფესორი იცხაკ ვინოგრადი უკვე მეხუთედ ეწვია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და ქართველ ქირურგებთან ერთად ჩაატარა ოცდაათზე მეტი ურთულესი ოპერაცია.