პროფესორ ირმა მანჯავიძის მივლინება ქ. ქობულეთში „ოსკის“ დანერგვისათვის  საჭირო საორგანიზაციო და სასწავლო საკითხების მომზადების მიზნით

პროფესორ ირმა მანჯავიძის მივლინება ქ. ქობულეთში „ოსკის“ დანერგვისათვის საჭირო საორგანიზაციო და სასწავლო საკითხების მომზადების მიზნით

2013 წლის 5 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე მივლინებით იმყოფებოდა ქ.ქობულეთში, ობიექტურად სტუქტურირებული კლინიკური გამოცდის (ოსკის) დანერგვისათვის  საჭირო საორგანიზაციო და სასწავლო საკითხების მომზადების მიზნით, რომელიც ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „შენარჩუნების“ მიერ იყო ორგანიზებული.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული და სარეკომენდაციოდ შერჩეული იქნა ოსკის ჩატარებისათვის აუცილებელი კლინიკური უნარ–ჩვევების ჩამონათვალი, განისაზღვრა სადგურების რაოდენობა, საჭირო მულაჟების ტიპები, დამხმარე სამედიცინო და სახარჯი მასალების რაოდენობა. რეკომენდირებული იქნა კლინიკური უნარ–ჩვევების გამოცდის ოსკის ფორმატით ჩატარება პილოტურ რეჟიმში მედიცინის ფაკულტეტის მე–4 კურსის სტუდენტებისათვის მეანობა–გინეკოლოგიაში. სამუშაო შეხვედრაზე მეანობა–გინეკოლოგიის დეპარტამენტის სრულმა პროფესორმა ნიკოლოზ კინტრაიამ წარმოადგინა ცვლილებები სასწავლო სილაბუსში და ძირითადი მოთხოვნები კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრში სწავლების ოპტიმიზაციისათვის.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს პედაგოგთა საათობრივი დატვირთვის და ოსკის გამოცდისათვის მომზადების საკითხები. სამუშაო შეხვედრაზე სარეკომენდაციოდ მომზადებული საკითხები წარმოდგენილი იქნება განსახილველად მედიცინის ფაკულტეტის საბჭოზე. ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოები დახმარებას გაუწევს ოსკის გამოცდის განხორცილება.