პროფესორ იუჯინ მინევიჩის ლექცია თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

პროფესორ იუჯინ მინევიჩის ლექცია თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

2019 წლის 17 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ოჰაიოს შტატის (აშშ)  ქალაქ ცინცინატის პედიატრიული კლინიკის, ბავშვთა უროლოგიური დეპარტამენტის დირექტორი, ამერიკის ბავშვთა უროლოგთა ასოციაციის  გენერალური მდივანი, პროფესორი იუჯინ მინევიჩი,  რომელმაც თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში,  სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, წაიკითხა ლექცია - ,,კრიპტორქიზმის  მართვის თანამედროვე მიდგომები ბავშვთა ასაკში’’.

აღსანიშნავია, რომ სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში  ჩამოსვლის შეფერხება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას ბავშვთა უროლოგიაში. ლექციაზე პროფესორმა იუჯინ მინევიჩმა ისაუბრა პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე, მისი ადრეული დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მნიშვნელობაზე, ასევე,  თანამედროვე ოპერაციულ  მეთოდებზე.  

შეხვედრაზე პროფესორმა იუჯინ მინევიჩმა დამსწრე საზოგადოებას უჩვენა თანამედროვე ლაპარასკოპიულ ტექნიკასთან დაკავშირებული ვიზუალური მასალა. 

ლექციის ბოლოს უცხოელმა პროფესორმა ქართველ კოლეგებთან ერთად ურონეფროლოგიური პედიატრიული პაციენტებისთვის ჩაატარა  კონსულტაციები.