პროფესორ კორინთენბერგის ვიზიტი თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

პროფესორ კორინთენბერგის ვიზიტი თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

2023 წლის 2 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვია გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის უნივერსიტეტის ემერიტუსი, ბავშთა ნევროლოგი, პროფესორი რუდოლფ კორინთენბერგი. პროფესორმა კორინთენბერგმა თსსუ-ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე „ ეპილეფსია ბავშვებსა და მოზარდებში“. 

პროფესორ კორინთენბერგის ვიზიტი განხორციელდა პროექტის „ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და გერმანიის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის საზოგადოებას  (DGKJ)  შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2019 წლიდან ხორციელდება.

პროფესორ კორინთენბერგის ლექციამ სტუდენტების, რეზიდენტების და ახალგაზრდა ექიმების დიდი ინტერესი გამოიწვია.