პროფესორ ლეო ავალიანის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი 39-ე სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია

პროფესორ ლეო ავალიანის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი 39-ე სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია

 
   

2017 წლის 8 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესორ ლევან (ლეო) ავალიანის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილი 39-ე სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა.

საღამოს ესწრებოდნენ: ლევან ავალიანის კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები, რომლებმაც დიდი პატივისცემით გაიხსენეს პროფესორის დამსახურება სამედიცინო სფეროში, განსაკუთრებით კი პედიატრიის დარგში.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გააკეთა მოხსენება პროფესპრ ლევან ავალიანის სამედიცინო ბიოგრაფიის შესახებ და ისაუბრა მის ღვაწლზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განვითარებაში. რექტორმა აღნიშნა, რომ ათეული წლის მანძილზე პროფესორი ლევანი იყო კარგი ექიმი, მასწავლებელი და ადმინისტრატორი, რომელმაც  უდიდესი კვალი დატოვა თავისი მომავალი კოლეგებისთვის. რექტორმა დიდი მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს, დამსწრე საზოგადოებას და ოჯახის წევრებს. ლევან ავალიანის ოჯახის წევრებს კონფერენციის ორგანიზატორებისგან  მადლობის სიგელი გადაეცათ.


გაცნობებთ, რომ პროფესპრ ლეო ავალიანის ძალისხმევით, თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში 1967 წელს გაიხსნა ბავშვთა ქირურგიის კურსი, რომელსაც ის სათავეში ჩაუდგა და 20 წელი საზოგადოებრივ საწყისებზე ხელმძღვანელობდა. მისი თაოსნობით, საქართველოს ქირურგიულ საზოგადოებასთან შეიქმნა ბავშვთა ქირურგიული სექცია, ჩამოყალიბდა ბავშვთა ქირურგიის სკოლა, რომლის სტრუქტურა დღემდე შენარჩუნებულია და ისწავლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სხვა სამედიცინო სასწავლებლებში.

ღონისძიება დაყოფილი იყო 4 სექციად. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პედიატრიის დარგში არსებული მიღწევები, ინოვაციები და აქტუალური საკითხები. 

იხილეთ ინტერპრესნიუსის სტატია ღონისძიების შესახებ