პროფესორ ლუბოვ სმაგლიუკის ლექცია სამედიცინო უნივერსიტეტში

პროფესორ ლუბოვ სმაგლიუკის ლექცია სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2017 წლის 19 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში  უკრაინის მედიცინისა და სტომატოლოგიის აკადემიის ორთოდონტიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლუბოვ სმაგლიუკმა (პოლტავა, უკრაინა)  სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია თემაზე: „ ორთოდონტული პაციენტების მკურნალობის დისციპლინათაშორისი მიდგომა“.

პროფესორი ლუბოვ სმაგლიუკი  ხელმძღვანელობს პოლტავის „მედიცინისა და სტომატოლოგიის სახელმწიფო აკადემიის“  ორთოდონტიურ დეპარტამენტს და ორდინატურის კურსს ორთოდონტიაში.

იგი 2013 წლიდან მეგობრობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტთან,     მეორე წელია,   საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება სწავლის დაწყების ცერემონიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და კითხულობს ლექციებს სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.