პროფესორ მარინა მამალაძის ვიზიტი უკრაინაში

პროფესორ მარინა მამალაძის ვიზიტი უკრაინაში

2017 წლის 6-9 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე მივლინებით იმყოფებოდა ქ. პოლტავაში (უკრაინა), უკრაინის ,,ესთეტიკური სტომატოლოგიის აკადემიის" მე-3 კონგრესზე დასასწრებად. პროფესორი მარინა მამალაძე აკადემიის წევრია მისი დაარსების დღიდან (2013 წლიდან).
პროფესორმა მამალაძემ კონგრესზე წაიკითხა მოხსენება - ,,კბილის ფესვის არხების მორფოლოგიური თავისებურებები მათი სხვადასხვა მეთოდით პრეპარირების შემდეგ”. მოხსენებას საფუძვლად ედო მასკანირებელი ელექტრონულ-მიკროსკოპული გამოკვლევები.
ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი მარინა შეხვდა აკადემიის საპატიო პრეზიდენტს, ევროპის ესთეტიკური სტომატოლოგიის ფედერაციის პრეზიდენტს, დევიდ კლაფს. განსაკუთრებით საინტერესო იყო უკრაინის ი. ბოგომოლეცის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დეკანთან, პროფესორ ნ. ბიდენკოსთან შეხვედრა.
უკრაინაში დანერგვის პროცესშია ,,OSCE-ის ტიპის" გამოცდით სტუდენტთა ცოდნის შეფასება, სწორედ ამიტომ, უკრაინელი კოლეგებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ მიმართულებით პროფესორ მარინა მამალაძის და ზოგადად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამოცდილების გაზიარება.

ქალბატონი მარინა მამალაძის განცხადებით, კონგრესის მიმდინარეობისას განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ენდოდონტიის სექცია, სადაც წარმოდგენილი იყო კბილთა ცერვიკალური რეზორბციისა და პულპის რევასკულარიზაციის დღემდე გადაუჭრელი პრობლემები.