პროფესორ მერაბ დვალის კიდევ ერთი წარმატება

პროფესორ მერაბ დვალის კიდევ ერთი წარმატება

2015 წლის 1 ივნისს,  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით  ჩატარდა  რესპუბლიკური  გამოფენა: “ინოვაციური და მეცნიერებატევადი პროდუქციის  ნიმუშები”.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის
სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მერაბ დვალის  პოსტერული მოხსენება “ინოვაციური და მეცნიერებატევადი  პროდუქციის ნიმუშები და  დაპატენტებული საერთაშორისო  გამოგონებები".