პროფესორ რანჯან მუკულის შეხვედრა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

პროფესორ რანჯან მუკულის შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან

მიმდინარე წლის 29 ივლისს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტში,  საქართველოს  ინოვაციების  და ტექნოლოგიების  სააგენტოს  ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნული  ინსტიტუტის უფროსმა  მრჩეველმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის და ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით (NIH),  პროფესორმა რანჯან  მუკულმა  შეხვედრა გამართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  წარმომადგენლებთან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი,  პროფესორი რიმა ბერიაშვილი, თსსუ-ის ვლადიმერ ბახუტაშვილის სახელობის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული-პროფესორი ია ფანცულაია, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ნანა გორგასლიძე და ამავე ინსტიტუტის ფინანსური დირექტორი, ზურაბ ანთელიძე, სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლუიზა გაბუნია, მეცნიერი თანამშრომლები აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები. 

შეხვედრაზე  პროფესორმა რანჯან  მუკულმა განიხილა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის, გამოგონებებისა და ინოვაციების კომერციალიზაციის საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში არსებული ინტელექტუალური საკუთრების ტრანსფერს  და მის  შემდგომ ლიცენზირებას უცხოეთში.

ღონიძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მიმოიხილა ის ძირითადი პრობლემები, რომელიც  ქვეყანაში არსებობს ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაციას კუთხით.