თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის ოფიციალური მიწვევით, 2025 წლის 2–5 დეკემბერს იმყოფებოდა ქ. ტაშკენტში (უზბეკეთის რესპუბლიკა).
ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა რუსუდან ბერიაშვილმა ჩაატარა ტრენინგების ციკლი ადვოკატებისთვის სტამბოლის პროტოკოლის სტანდარტების შესაბამისად.
ტრენინგები ეძღვნებოდა სტამბოლის პროტოკოლის ახალ გამოცემასა და სტამბოლის პრინციპების დანერგვას, რაც ემსახურება წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყობის შემთხვევების პრევენციასა და დასჯას უზბეკეთში.