თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო
მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი სასამართლო სამედიცინო
ექსპერტებისა და ციხის ექიმებისათვის ტრენინგების ჩასატარებლად უზბეკეთში იმყოფებოდა.
ტრენინგები ეძღვნებოდა სტამბოლის პროტოკოლის
ახალ გამოცემასა და სტამბოლის პრინციპების დანერგვას, რაც ემსახურება წამების, არაადამიანური
და დამამცირებელი მოპყობის შემთხვევების პრევენციასა და დასჯას დახურულ დაწესებულებებსა
და დაკავების ადგილებში.
ტრენინგების ორი ორდღიანი კურსი, უზბეკეთის
ადამიანის უფლებათა ეროვნულ ცენტრთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ორგანიზებული
იყო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) პროექტის მხარდაჭერით.
აღნიშნული ღონისძიებები გაიმართა 2025 წლის 21-22 აპრილს ქალაქ ტერმეზში და 24-25 აპრილს
ქალაქ ფერგანაში.