პროფესორ სერგეი ავეტისოვის ლექცია – „ოფთალმოლოგიის თანამედროვე მიღწევები“

პროფესორ სერგეი ავეტისოვის ლექცია – „ოფთალმოლოგიის თანამედროვე მიღწევები“

   
   

2016 წლის 4 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმებისთვის, თსსუ–ის პირველი სასწავლო კორპუსის ბიბლიოთეკის „ცისფერ დარბაზში“  – ლექცია: „ოფთალმოლოგიის თანამედროვე მიღწევები“ – წაიკითხა პროფესორმა სერგეი ავეტისოვმა (რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის თვალის სნეულებათა ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი).

ლექციას ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ დვალი.

ლექციის დასასრულს, რომელმაც სტუდენტებში დიდი მოწონება დაიმსახურა, გაიმართა პროფესიული დისკუსია.