პროფესორ ტამარა შტაინბერგის ლექცია თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

პროფესორ ტამარა შტაინბერგის ლექცია თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

   
   

საქართველოს პრეზიდენტის ფონდსა და თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტს შორის მიმდინარე  წელს გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც  ითვალისწინებს  სამედიცინო  განათლებისა და სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობას. მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება უცხოელი პროფესორების და ექიმების ჩამოყვანა, რომლებიც  კითხულობენ ლექციებს ექიმებისათვის, რეზიდენტებისათვის, სტუდენტებისათვის. ამავე პროექტის ფარგლებში, ქირურგები ატარებენ უნიკალურ ოპერაციებს იმ მეთოდით, რომლის მსგავსითაც აქამდე არ ჩატარდებულა საქართველოში.

მიმდინარე წლის 22 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში შნეიდერის  ბავშვთა განვითარებისა და რეაბილიტაციის ინსტიტუტის პროფესორმა  ტამარა შტაინბერგმა (ისრაელი) წაიკითხა ლექცია „ქცევითი დარღვევები ბავშვთა ასაკში“. ამავე დღეს იგეგმებოდა  სოურასკის სამედიცინო ცენტრის დანა–დვაკის ბავშვთა ჰოსპიტალის პედიატრიული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ იცხაკ ვინოგრადის ლექცია „პედიატრიული ქირურგია – თანამედროვე გამოწვევები“, რომელიც გადაიდო, რადგან პროფესორ იცხაკ ვინოგრადს მოუხდა სასწრაფო დაუგეგმავი ოპერაციის გაკეთება პატარა პაციენტისათვის.

როგორც თსსუ–ის  გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ქირურგიის დეპარტამენტში გვითხრეს,  კლინიკას ინტენსიური კონტაქტი აქვს  თელავიველ კოლეგებთან,  ტარდება მასტერკლასები ექიმებისთვის, რეზიდენტებისთვის, სტუდენტებისთვის,  რაც სამეცნიერო და პრაქტიკულ დონეს ზრდის მედიცინაში. ამავე კლინიკაში, ამიერკავკასიაში პირველად გაიხსნება ბავშვთა პედიატრიული ლაპარასკოპიული ცენტრი, რაც ბოლო სიტყვაა მედიცინაში.