პროფესორ ულრიხ მარტინის ლექცია თსსუ–ში

პროფესორ ულრიხ მარტინის ლექცია თსსუ–ში

2014  წლის 25 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ჰანოვერის სამედიცინო სკოლის პროფესორი, ტრანსპლანტაციისა და სისხლძარღვოვანი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,  პროფ. ულრიხ მარტინი, რომელმაც თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის მეორე კურსის  სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის  წაიკითხა ლექცია–,, უჯრედული  და მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე მიღწევები“.

ლექციამ როგორც სტუდენტების, ასევე  აკადემიური პერსონალის დიდი ინტერესი დაიმსახურა და  გამორჩეულად  ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს, სტუდენტებისთვის ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოწინავე სამეცნიერო წრეების ყველა მიღწევა გახდეს ცნობილი. სწორედ ამ იდეას ემსახურება აღნიშნული შეხვედრაც.