პროფესორ ულრიხ მარტინის ლექციები თსსუ–ში

პროფესორ ულრიხ მარტინის ლექციები თსსუ–ში

2013 წლის 25–26 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ლაიბნიცის (გერმანია) ბიოტექნოლოგიებისა და ხელოვნური ორგანოების კვლევითი ლაბორატორიის (LEBAO), კარდიოთორაკალური დეპარტამენტის – ტრანსპლანტაციისა და სისხლძარღვოვანი ქირურგიის (REBIRTH), ჰანოვერის რეგენერაციული მედიცინის ცენტრის სამედიცინო სკოლის პროფესორი და ხელმძღვანელი ულრიხ მარტინი.

პროფესორმა ულრიხ მარტინმა თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში, მედიცინის ფაკულტეტის მაღალი კურსის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციათა ციკლი თემაზე – „უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე მიღწევები“.

ლექციას ესწრებოდა თსსუ–ის კლინიკური ანატომიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ კაკაბაძე.