პროფესორები: ავირამ  ნისანი და მერაბ სარელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

პროფესორები: ავირამ ნისანი და მერაბ სარელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2017 წლის 5 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ თსსუ-ის საპატიო დოქტორები:  შებას სამედიცინო ცენტრის ზოგადი და ონკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი, დოქტორი ავირამ ნისანი (ისრაელი) და ქართველ  ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარე, თბილისის საპატიო მოქალაქე, შებას სამედიცინო ცენტრის ზოგადი და ონკოლოგიური ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი, დოქტორი მერაბ სარელი.

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი.

შეხვედრაზე  სტუმრებმა ხაზი გაუსვეს სამომავლო პერსპექტივებსა და ურთიერთთანამშრომლობის დიდ სურვლის, როგორც გაცვლითი პროგრამების, ისე სამეცნიერო მიმართულებით.

რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, პროფესორ ავირამ ნისანს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი დიპლომი  გადასცა. როგორც ცნობილია, ბატონ ავირამ ნისანს მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს თსსუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა თსსუ-ის საპატიო დოქტორის წოდება.

პროფესორმა ავირამ ნისანმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა მინიჭებული წოდების გამო და აღნიშნა, რომ ეცდება, მომავალი თანამშრომლობა იყოს ნაყოფიერი და მრავლისმომცემი. ასევე, მან დასძინა, რომ იცნობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებიც წარმატებით მუშაობენ ისრაელში და განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ.

შეხვედრის  დასასრულს, სტუმრებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმბოლიკიანი სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.