პროფესორი თამარ სანიკიძე საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე

პროფესორი თამარ სანიკიძე საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე

2017 წლის 11-16 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკის, ბიოფიზიკის, ბიომექანიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორი, თამარ სანიკიძე, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორი დავით ნადარეიშვილი და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ორმოცაძე იმყოფებოდნენ ქალაქ ვენაში (ავსტრია), სადაც მონაწილეობა მიიღეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - ”Radiation Protection in Medicine” - “პაციენტისა და პერსონალის რადიაციული დაცვის სამეცნიერო-საგანმანათლებლო პრობლემების გადაწყვეტის გზები საქართველოში, ბონის გადაწყვეტლებათა (2012) პოზიციიდან”.