პროფესორი თინათინ ჩიქოვანი ,,იმუნოპათოლოგიის, რესპირაციული ალერგიისა და ასთმის VIII მსოფლიო კონგრესზე“

პროფესორი თინათინ ჩიქოვანი ,,იმუნოპათოლოგიის, რესპირაციული ალერგიისა და ასთმის VIII მსოფლიო კონგრესზე“

 

2013 წლის 12–17 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, იმუნოლოგიის მიმართულების პროფესორი თინათინ ჩიქოვანი მივლინებით იმყოფებოდა „იმუნოპათოლოგიის, რესპირაციული ალერგიისა და ასთმის VIII მსოფლიო კონგრესზე“, რომელიც გაიმართა დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები).

კონგრესის ფარგლებში გაიმართა რვა პლენარული სხდომა და სამი პოსტერული სესია.  ასევე ჩატარდა პაულ ერლიხის ხსოვნისადმი მიძღვნილი ორი საავტორო ლექცია. ლექციები წაიკითხეს პროფესორებმა სერჯიო რომაგნანიმ (იტალია) და ალან კაპლანმა (აშშ).

კონგრესის მიმდინარეობისას, თინათინ ჩიქოვანი იყო პლენარული სხდომის თავმჯდომარე, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ  პროფესორები: ალან კაპლანი (აშშ), კრისტოფ ნეკამი (უნგრეთი), ბოგდან პეტრუნოვი (ბულგარეთი) და კამალ ჰანა (ეგვიპტე).

ამავე დროს, პლენარულ სხდომაზე  თავად პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა  წარადგინა მოხსენება – „ციტოკინები და T მარეგულირებელი უჯრედები I ტიპის დიაბეტის პათოგენეზში“.