პროფესორი ირმა მანჯავიძე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში

პროფესორი ირმა მანჯავიძე არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში

2015 წლის 24–26 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე იმყოფებოდა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში (UAE),  მოჰამედ ბინ რაშიდის აკადემიურ სამედიცინო ცენტრში (დუბაი), კონფერენციაზე – „Dubai Healthcare City's 2nd UAE Clinical Simulation Conference to Highlight Simulation as an Integral Teaching Tool in Healthcare“

კონფერენცია, რომლის სლოგანი იყო  „სიმულაციები – პაციენტის უსაფრთხოების გული“,  ჩატარდა „სიმულაციების მედიცინაში გამოყენების ევროპული ასოციაციის (SESAM)“, გაერთიანებული საემიროების მთავრობისა და სიმულატორების მწარმოებელი მსოფლიო ბრენდ–კომპანიების ორგანიზებით.

კონფერენციაზე პროფესორმა ირმა მანჯავიძემ წარადგინა მოხსენება თემაზე – „სწავლება და შეფასება სიმულატორების გამოყენებით – პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებისათვის“.

კონფერენციის პარალელურად, საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სიმულატორებისა და მულაჟების მწარმოებელი მსოფლიო ბრენდების თანამედროვე მიღწევები.