პროფესორი ირმა მანჯავიძის ვიზიტი ინსბრუკში

პროფესორი ირმა მანჯავიძის ვიზიტი ინსბრუკში

2017  წლის 24-27 ოქტომბერს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა მანჯავიძე თსსუ-ის საპატიო დოქტორის ქალბატონი ირმა კვიცარიძის ინიციატივით მიწვეული იყო ინსბრუკის ( ავსტრია) საუნივერსიტეტო კლინიკის საექთნო სკოლის სიმულაციური ცენტრის გახსნის ცერემონიაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ტიროლის მხარის სამედიცინო სამსახურის უფროსი, სამხარეო მრჩეველი, დოქტორ ბერნჰარდ ტილგი,  ინსბრუკის უნივერსიტეტის ტიროლის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ვოლფგანგ ბუხბერგერი, ტიროლის კლინიკის დირექტორი შტეფან დეფლორიანი,  საექთნო სკოლის დერექტორი ვალტერ დრაქსლი.

გახსნის ცერემონიალის  შემდგომ   გამართულ  შეხვედრაზე აღინიშნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ინსბრუკის  ,,ინტერპერსონალური ტრენინგის და სიმულაციური ცენტრის“  დიდი ურთიერთკავშირის შესახებ და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ვიზიტისას, პროფესორი მანჯავიძე  გაეცნო ინსბრუკის  უნივერსიტეტის ტიროლის კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრს  და იქ დანერგილ სიახლეებს, კლინიკის საექთნო სკოლის სასწავლო ბაზებს და  შეხვდა საექთნო სკოლის დირექტორის  მოადგილეს სასწავლო დარგში ქალბატონ ვალტრაუდ ბუხბერგერს.