პროფესორი ისმაილ ბოზტოსუნი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

პროფესორი ისმაილ ბოზტოსუნი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 24 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ: აკდენიზის უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ისმაილ ბოზტოსუნი (თურქეთი), ცნობილი ბიზნესმენი, „AYDOGAN  A.S.“ -ის  მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ფაჰრეთთინ ქერიმ აიდოღანი  (თურქეთი) და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო  დოქტორი დავით საგანელიძე. სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე, ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორი კლინიკის - „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის“ თანამშრომლები: რადიაციული ონკოლოგი გვანცა კევლიშვილი და რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის სამედიცინო ფიზიკოსი გიორგი არჩუაძე.

საუბარი შეეხებოდა რადიოთერაპიის განვითარებას საქართველოში და ამ მხრივ მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას. სტუმრები დაინტერესდნენ, ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე აკადემიური პროცესით, საერთაშორისო ურთიერთობებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არსებული ონკოლოგიური დეპარტამენტით.