პროფესორი ლამარა ვაშაკიძის ხსოვნის საღამო

პროფესორი ლამარა ვაშაკიძის ხსოვნის საღამო

 

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გაიმართა თსსუ-ის პროფესორის, ლამარა ვაშაკიძის, ხსოვნის საღამო. საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა  ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმნძღვანელი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის  სამეცნიერო-პედაგოგიური სამსახურის ხელმძღვანელი გაიხსენეს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, პროფესორებმა: ზაზა ავალიანმა, კახა ვაჭარაძემ, ნანა ქირიამ, დიმიტრი კორძაიამ, ელზა ვაშაკიძემ და სხვებმა.

აუდიტორიას წარუდგინეს ტელეკომპანია „პულსის“ მიერ გადაღებული ფილმი პროფესორ ლამარა ვაშაკიძის შესახებ.