პროფესორი მალხაზ მიზანდარის ვიზიტი ამერიკის შერთებულ შტატებში

პროფესორი მალხაზ მიზანდარის ვიზიტი ამერიკის შერთებულ შტატებში

2012 წლის 1–დან 15 მაისამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი მალხაზ მიზანდარი იმყოფებოდა მივლინებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დაესწრო ორ კონფერენციას:
1.„გლობალური ემპოლიზაციისა და ტექნოლოგიების სიმპოზიუმი” ნიუ–იორკში და წარსდგა მოხსენებით “კანქვეშა ენდობილიარული RFA, ნაღვლის სადინარის შემდგომი პლასტიკით ან სტენტირება ნაღვლის სადინარის აღსადგენად”; 

2.კონფერენციაზე “დიაგნოსტიკური ულტრასონოგრაფიის წამყვანი ხაზი”, სადაც წარადგინა მოხსენება „ჰემორაგიის ტრანსკათეტერული მკურნალობა”.

შემდგომ ნიუ–ჯერსის შტატის ქ. ატლანტიკ–სიტიში პროფესორმა მალხაზ მიზანდარმა ჩაატარა სამი ლექცია: „ჰემორაგიის ტრანსკათეტერული მკურნალობა”; “ულტრაბგერა თორაკალურ ბიოფსიაში”; “ულტრაბგერა ვირუნგის სადინარის ინტერვენციებში”.

ლექციის ჩანაწერები გამოქვეყნდა ამერიკულ სასწავლო ვებ–გვერდზე www.sonoworld.com.

კონფერენციის თემატიკა ეხებოდა უახლეს ტენდენციებს დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის სფეროში.