პროფესორი მარინა მამალაძე დიდიე დიჩის ლექციასა და მასტერ-კლასზე

პროფესორი მარინა მამალაძე დიდიე დიჩის ლექციასა და მასტერ-კლასზე

2017 წლის 28-29 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინაში, ქალაქ პოლტავაში, სადაც დაესწრო  ჟენევის უნივერსიტეტის პრივატ დოცენტის დიდიე დიჩის ლექციასა და მასტერ-კლასს. ორდღიანი ღონისძიება თანამედროვე სტომატოლოგიის ერთ-ერთ დაუძლეველ პრობლემას - კბილთა ცვეთასა და მისი რეაბილიტაციის გზების ძიებას მიეძღვნა.

დიდიე დიჩის ლექცია გაჯერებული იყო პრაქტიკული აქტივობებით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კბილთა ცვეთის პირდაპირი გზით კორექციის ხერხები თანამედროვე სარესტავრაციო მასალების გამოყენებით.