პროფესორი  მარკ ფერდინანდ პოტიკოს ლექცია–სემინარები ოპერატიულ და სტრატეგიულ მენეჯმენტში

პროფესორი მარკ ფერდინანდ პოტიკოს ლექცია–სემინარები ოპერატიულ და სტრატეგიულ მენეჯმენტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე აკრედიტებული პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტის“ სწავლების ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტის – „უნიმენის” პროფესორი  მარკ ფერდინანდ პოტიკო ეწვია. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტზე უკვე მესამე წელია, ხორციელდება  საბაკალავრო პროგრამა – ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“, რომელიც შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და გრენობლის მენეჯმენტის და აღსრულების აკადემიის („უნიმენი“, საფრანგეთი) ერთობლივი პროექტის საფუძველზე. ამ პროგრამის კურსდამთავრებული მიიღებს ორ დიპლომს ბაკალავრის ხარისხით აღიარებულს საქართველოში და საფრანგეთში. სასწალო პროგრამა ითვალისწინებს გარკვეული სასწავლო კურსების ჩატარებას ფრანგი პროფესიონალების მიერ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, 2014 წლის 13 მაისიდან ფრანგი პროფესორი მარკ ფერდინანდ პოტიკო, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი, ჩაატარებს სასწავლო კურსს ოპერატიულ და სტრატეგიულ მენეჯმენტში.