პროფესორმა ვასილიუს  როუსისმა თსსუ–ის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა

პროფესორმა ვასილიუს როუსისმა თსსუ–ის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა

2014 წლის 1 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ათენის უნივერსიტეტის ფარმაციის სკოლის ფარმაკოგნოზიის ლაბორატორიის დირექტორმა, პროფესორმა  ვასილიუს როუსისმა წაიკითხა ლექცია  „ხმელთაშუა ზღვის წყალმცენარეების ბიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების გამოყენების პერსპექტივები“. ლექციას ესწრებოდნენ: თსსუ–ის ფარმაციის ფაკულტეტის დეკანი,  ასოცირებული პროფესორი დალი ბერაშვილი, სტუდენტები, ახალგაზრდა ფარმაცევტები. როგორც ქალბატონმა დალი ბერაშვილმა აღნიშნა, პროფესორ ვასილიუს როუსისის ლექცია ძალიან საინტერესო იყო. „ლექციის თემა ეხებოდა ხმელთაშუა ზღვის წითელი და მწვანე წყალმცენარეების შესწავლას. პროფესორმა ვასილიუს როუსისმა აღნიშნა, რომ  წყალმცენარეებიდან გამოყვეს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომელსაც ძალიან დიდი გამოყენების პერსპექტივა აქვს. ერთ–ერთ ნივთიერებას ასპირინთან შედარებით 200–ჯერ მეტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აღმოაჩნდა.

ჩვენ ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტში წყალმცენარეებზე არ ვამახვილებთ ყურადღებას, ამდენად,  ეს ახალი და საინტერესო იყო ჩვენი სტუდენტებისთვის. შევთავაზე პროფესორ ვასილიუს როუსისს, იქნებ გვემუშავა შავი ზღვის წყალმცენარეების შესწავლაზე, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა. შევთანხმდით  მომავალ თანამშრომლობაზე“.