პროგრამის – „ანტიპლაგიატიზმის“ პრეზენტაცია

პროგრამის – „ანტიპლაგიატიზმის“ პრეზენტაცია

2016 წლის 12 იანვარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ და პრეზენტაცია წარმოადგინეს ანტიპლაგიატიზმის პროგრამის ავტორებმა, პოლონური ორგანიზაციის – „Strike Plagiarism”-ის პრეზიდენტმა, დოქტორმა სებასტიან კავჟინსკიმ და რეგიონულმა მენეჯერმა ალი ტახმაზოვმა.

დოქტორმა სებასტიან კავჟინსკიმ ისაუბრა თანამედროვე პლაგიატის ყველაზე გავრცელებულ ფორმებზე, მათ შორის copy-paste-ზე, ინტერნეტ სივრცეში მოპოვებული ინფორმაციის უკონტროლო გამოყენებაზე უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პროცესსა და სამეცნიერო სფეროში წარმოდგენილი შრომების ფარგლებში. აუდიტორიას გააცნო ანტიპლაგიატიზმის პროგრამის მუშაობის პრინციპი.

პრეზენტაციას დაესწრნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე–რექტორები: პროფესორი ხათუნა თოდაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე, სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი  ლუიზა გაბუნია, საერთაშორისო  ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო აფციაური, კანცლერის მოადგილე  ალექსანდრე ბუაჩიძე, საინფორმაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი გოგი დონაძე და ცოდნის მართვის და პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით გვასალია.

დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმა.