2026 წლის 10-12 ივნისს, ქ. ბათუმში, კლინიკა „მედფემში“, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი მეან-გინეკოლოგებისთვის თემაზე – „მწვავე ალერგიული რეაქციებით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობები მეანობა-გინეკოლოგიაში“.
საგანმანათლებლო აქტივობის მიზანი იყო მეან-გინეკოლოგთა პროფესიული კომპეტენციის გაძლიერება, თანამედროვე კლინიკური მიდგომების გაცნობა და გადაუდებელი მდგომარეობების მართვის პრაქტიკული უნარების განვითარება.
ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ბოხუა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის აკადემიური დოქტორი გოჩა აბუთიძე.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს მწვავე ალერგიული რეაქციების პათოფიზიოლოგიური მექანიზმები, მათი კლინიკური გამოვლინებები, დროული დიაგნოსტიკისა და ეფექტიანი მართვის თანამედროვე პრინციპები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაფილაქსიური შოკის, მედიკამენტოზური ალერგიებისა და ორსულობის პერიოდში განვითარებული ალერგიული გართულებების მართვის საკითხებს.