ქართულ-გერმანული სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია თემაზე - „პაროდონტიტის, პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების მართვა და ინფექციის კონტროლი სტომატოლოგიაში“

ქართულ-გერმანული სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია თემაზე - „პაროდონტიტის, პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების მართვა და ინფექციის კონტროლი სტომატოლოგიაში“

   
   

2016 წლის 10-12 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, თსსუ–ის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრ „HBI-dentimplant“-ის და კომპანია „Dentstal“-ის ინიციატივით ჩატარდა ქართულ-გერმანული სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია თემაზე - „პაროდონტიტის, პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების მართვა და ინფექციის კონტროლი სტომატოლოგიაში“.

კონფერენციის ფარგლებში მოწვეულნი იყვნენ გერმანული ფირმა „DÜRR DENTAL“-ის წარმომადგენლები: რუდოლფ თრენქენშუ და ანდრეი რენზი. კონფერენციის ძირითადი მოხსენებები მიეძღვნა საკითხებს:

  • „ექიმი სტომატოლოგი-ორგანიზმის სხვადასხვა დაავადების პირველი დიაგნოსტიკოსი“ - პროფესორი მანანა ივერიელი
  • „პერიიმპლანტიტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები“ - ასოცირებული პროფესორი ნინო აბაშიძე.

ხოლო გერმანელმა სტუმრებმა კი ფართო საზოგადოებას გააცნეს თემები:

  • „ასპირაციული სისტემები ხარისხიანი მკურნალობისა და ჯანმრთელობის გარანტი“
  • „ულტრაბგერითი აპარატის Vector-ის გამოყენება პაროდონტის დაავადებათა მკურნალობაში“
  • „ინფექციური უსაფრთხოება სტომატოლოგიურ კლინიკებში“
  • „VistaCam iX-ი ოპტიკური სისტემა კარიესის დიაგნოსტიკაში“
  • „VistaScan Mini-ი ახალი შესაძლებლობები რენტგენოდიაგნოსტიკაში“.

გერმანელი სპეციალისტების მოხსენება განსაკუთრებით ეხმიანება ინფექციებთან ბრძოლის აქტუალურ პრობლემებს სტომატოლოგიურ კლინიკებში. ამ მეტად აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით სულ მალე დაიბეჭდება გაიდლაინი - ინფექციების კონტროლი სტომატოლოგიურ კლინიკებში (მარინა მამალაძე, ნინო კორსანტია, თეა ჯანჯალაშვილი).

კონფერენციაში მონაწილეობდნენ თსსუ–ის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის თანამშრომელები.