ქართულ-ლატვიური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსსუ-ის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში

ქართულ-ლატვიური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსსუ-ის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში

2023 წლის  1 ივნისს, ლატვიის საელჩოს ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში გაიმართა შეხვედრა, რომელიც ეძვნებოდა ქართულ-ლატვიურ ურთიერთობებს, ასევე ლატვიელი ფარმაკობოტანიკოსის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ედუარდ აბოლის; ლატვიელი ფარმაცევტის, ქიმიკოს რობერტ კუპცისის და ფარმაციის მაგისტრის იანის კუპცისის ხსოვნას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ლატვიის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ედიტე ემდე მეუღლესთან ერთად და საელჩოს თანამშრომლები; თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე; მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, პროფესორი რამაზ შენგელია; თსსუ-ის სოციალური და კლინიკური ფარმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა გორგასლიძე; იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, ასოცირებული პროფესორი ლაშა მსხილაძე, აგრეთვე, ლატვიის საზოგადოებრივი ორგანიზაციის (სათვისტომო) "ავე სოლი" წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა და ლატვიურმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა წარმოადგინეს დასრულებული და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები. 

ამავე დღეს ლატვიელმა სტუმრებმა თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის ლაბორატორიები დაათვალიერეს, გაეცნენ სასწავლო პროცესსა და ფარმაციის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს.