ქართველი მკვლევარი ბელგიის ქალაქ ლიეჟეს უნივერსიტეტში

ქართველი მკვლევარი ბელგიის ქალაქ ლიეჟეს უნივერსიტეტში

2014 წლის 18 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სამეცნიერო–კვლევითი და პრაქტიკული უნარ–ჩვევების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ფარმაკოგნოზიისა და ბოტანიკის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორი ლაშა მსხილაძე ბელგიის ქალაქ ლიეჟის უნივერსიტეტში, ფარმაციის დეპარტამენტის ფარმაკოგნოზიის  ლაბორატორიაში იყო მივლინებული ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად. 

ქართველი მკვლევარი მუშაობდა პროფესორ მ. რერიხის ხელმძღვანელობით. მან კვლევები ჩაატარა ფარმაცევტული ქიმიის, ორგანული ქიმიის,  ბიოქიმიის,  მეტასტაზების და აგრეთვე ლუვენის უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის ლაბორატორიებში. მიღებული შედეგების ირგვლივ გაიმართა საინტერესო დისკუსია, გამოითქვა სურვილი ასისტენტ–პროფესორ ლაშა მსხილაძესთან მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების მომზადების შესახებ.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე მომზადდა სამეცნიერო სტატია, რომელიც გამოქვეყნდება საერთაშორისო ჟურნალში  „Planeta Medica“.

როგორც ასისტენტ–პროფესორმა ლაშა მსხილაძემ აღნიშნა, მიღწეული წარმატება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანადგომის შედეგია, რის გამოც ის მადლიერებას გამოხატავს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მისამართით.