თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა ტრადიციულად უმასპინძლა ქირურგიული
შემთხვევების
აღწერის სტუდენტურ კონფერენციას. ღონისძიება, თეოდორ ბილროთის
სახელობის
ქირურგთა
ასოციაციისა
და
სამეცნიერო
ასოციაცია
"ენდევორის"
ორგანიზებით
ყოველწლიურად ტარდება.
კონფერენციის მთავარი
მიზანი სამედიცინო სტუდენტებმა განივითარონ პრაქტიკული
და
ანალიტიკური
უნარები.
ღონისძიებაში თბილისის სახელმწიფ
სამედიცინო უნივერსტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმაც, რაც ხელს უწყობს სამედიცინო სფეროს მომავალ სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიულ
თანამშრომლობას.
მონაწილეებმა წარმოადგინეს რეალური
ქირურგიული
შემთხვევები,
რომლებიც
სტუდენტებმა
კლინიკურ
გარემოში,
უშუალო
დაკვირვებისა
და
ხელმძღვანელი
პედაგოგების
მხარდაჭერით
შეაგროვეს
და
გააანალიზეს.
ნაშრომები შეაფასეს თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა.
საუკეთესო
მომხსენებელს
გადაეცა
დიპლომი
და
სამახსოვრო
საჩუქრები.
წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა თსსუ-ის ღვაწლმოსილ ქირურგს, პროფესორ დავით ხაზარაძეს – მისი გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.