ქვინსლენდის უნივერსიტეტში (ავსტრალია) მოღვაწე ნევროლოგ ირინა ხარატიშვილის ვიზიტი თსსუ–ში

ქვინსლენდის უნივერსიტეტში (ავსტრალია) მოღვაწე ნევროლოგ ირინა ხარატიშვილის ვიზიტი თსსუ–ში

2012 წლის 5 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას შეხვდა ქვინსლენდის უნივერსიტეტში (ავსტრალია) მოღვაწე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ნევროლოგი ირინა ხარატიშვილი.

შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ–ის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. ავსტრალიაში მოღვაწე ქართველმა სტუმარმა სურვილი გამოთქვა უახლოეს მომავალში ლექციების წაკითხვის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთათვის.