რექტორის შეხვედრა პირველი  სემესტრის სტუდენტებთან

რექტორის შეხვედრა პირველი სემესტრის სტუდენტებთან

   
   

2015 წლის 2 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია შეხვდა თსსუ–ის პირველი  სემესტრის სტუდენტებს. საუბარი შეეხო თსსუ–ში მიმდინარე აკადემიურ პროცესსა და სარეაბილიტაციო–ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.

თავდაპირველად რექტორმა  ისაუბრა თსსუ–ს ტრადიციებზე,  შემდეგ სასწავლო პროცესზე, სწავლის გადასახადზე,  დაწვრილებით მოახსენა აუდიტორიას უნივერსიტეტის ფინანსური საკითხების  და  სამომავლო გეგმების შესახებ.

რექტორმა უპასუხა  სტუდენტების მიერ  დასმულ ყველა შეკითხვას, აუდიტორიას განუცხადა, რომ ამიერიდან სტუდენტებს შეეძლებათ, ნებისმიერი წინადადებით მიმართონ თსსუ–ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს (ვაჟა–ფშაველას გამზ. N.33, თსსუ–ის ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, ოთახი N.314, ტელ.: 2542424;  ელ–ფოსტა: prtsmu@gmail.com), რის შემდეგაც ინფორმაციას გაეცნობა თავად რექტორი და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენს, აღნიშნა რომ წინა შეხვედრების შემდგომ უკვე მოწესრიგდა რიგი საკითხებისა, კერძოდ:   უნივერისტეტის ბიბლიოთეკაში  უკვე შეტანილია დამატებით 30 ერთეული „ნოუთბუქი“, სასწავლო კორპუსების  ეზოში ჩართულია უფასო Wi-Fi, მოწესრიგებულია საპირფარეშოების პრობლემა, დაწყებულია პირველ სასწავლო კორპუსში სტუდენტური სასადილოს პროექტზე მუშაობა და III სასწავლო სასწავლო კორპუსში ლიფტის სისტემის დაპროექტება.

სტუდენტებთან შეხვედრას ესწრებოდნენ: თსსუ–ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე, ვიცე–რექტორები – პროფესორი რიმა ბერიაშვილი, პროფესორი ხათუნა თოდაძე და გიორგი აბესაძე, თსსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე, რექტორის აპარატის უფროსი ნინო რუხაძე, თსსუ–ის ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.

ცხადია, მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე ყველა პრობლემის დასმა და მათი გადაწყვეტა ვერ მოხერხდება, თუმცა უნივერისტეტის ადმინისტრაცია კვალავაც გააგრძელებს შეხვედრებს სტუდენტებთან მათი განწყობებისა და შენიშვნების გაცნობის მიზნით.