რიგით XXIII „სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო საუბრები“ თსსუ-ში

რიგით XXIII „სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო საუბრები“ თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რიგით XXIII „სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო საუბრები“ გაიმართა. კონფერენციამ ტრადიციულად თსსუ-ის სტუდენტებთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გააერთიანა. 

წარმოდგენილი მოხსენებების მრავალფეროვანი თემატიკა ნათლად ასახავდა თანამედროვე მედიცინის აქტუალურ მიმართულებებს, მათ შორის კლინიკურ, მოლეკულურ, ტექნოლოგიურ და ინტერდისციპლინურ საკითხებს.

სტუდენტთა პრეზენტაციები მოიცავდა შემდეგ თემებს:

საკეისრო კვეთასა და მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომებს შორის კავშირის ანალიზი;

კიბოს უჯრედებში ახალი ტექნოლოგიით წარმოებული ოქროს ნანონაწილაკების გამოყენების პერსპექტივები;

მშობიარობის შემდგომი სისხლდენის კლინიკური ასპექტები და მართვის თანამედროვე მიდგომები;

მოლეკულური ეპიდემიოლოგიის თანამედროვე მეთოდები, მათ შორის ჩამდინარე წყლების ანალიზი პოპულაციური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით;

დენტალური ღეროვანი უჯრედები, როგორც ინოვაციური და პერსპექტიული თერაპიული საშუალება;

ხელოვნური ინტელექტის, ტელემედიცინისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის როლი საექთნო საქმეში;

გამჭვირვალე უჯრედოვანი ოდონტოგენური კარცინომის კლინიკურ-მორფოლოგიური თავისებურებები;

ძვალ-სახსროვანი სისტემის მორფო-სტრუქტურული ცვლილებები მემკვიდრეობითი სენსორული და ავტონომიური ნეიროპათიის ტიპი IV (HSAN IV/CIPA) შემთხვევაში;

სამედიცინო მეცნიერების განვითარების ისტორიული ტრანსფორმაცია – „რენესანსიდან რობოტიკამდე“;

დამწვრობის მკურნალობის თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის თევზის კანის გადანერგვის მეთოდი;

ელექტრული კარდიომოწყობილობების იმპლანტაციის ტექნიკური სირთულეები პერსისტული მარცხენა ზემო ღრუ ვენის სინდრომის (PLSVC) დროს;

•       “Probiotics and Synbiotics as potential adjunctive therapies in type 2 Diabetes Mellitus”;

•      “Artificial Intelligence-Derived Perivascular Fat Attenuation Index on Coronary CT Angiography in Predicting Coronary Inflammation and Major Adverse Cardiovascular Events: A Systematic Review and Meta-Analysis”;

•      “Liquid Gold: Mining Tears for Diabetic Retinopathy Biomarkers”;

•      “Hyperglycemia to Hyperkinesia: A case report and review of Diabetic Striatopathy”;

•      “Subclinical myocardial injury after non-cardiac surgery: a silent predictor of 30-day Mortalit";

•      “Monozygotic Twins and the Theory of Epigenetic Asymmetry”;

•      “Epidemiological Profile of Causative Agents in Nosocomial Pneumonia”;

•      “Hyperlipidemia in Rotator Cuff Injury”.


დისკუსიები წარიმართა პროფესიული და აკადემიური გარემოსთვის დამახასიათებელი კონსტრუქციული ფორმატით, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებასა და გამოცდილების გაცვლას.

ღონისძიების დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა ორენოვანი (ქართული/ინგლისური) მონაწილეობის სერტიფიკატი, ხოლო ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას – დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატები. 

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც თსსუ-ის სტუდენტები, ასევე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სტუდენტური სამეცნიერო საქმიანობის მნიშვნელობასა და ინსტიტუციურ მხარდაჭერას.

XXIII „სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო საუბრები“ 2026 წლის 26-27 თებერვალს მიმდინარეობდა. ღონისძიება თსსუ-ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.