„რივიერა“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

„რივიერა“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2014 წლის 19–20  დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ტრადიციული ფესტივალი „რივიერა“ ჩატარდა. სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით უკვე წლებია, წინასაახალწლო პერიოდში ტარდება უცხოეულ სტუდენტთა შემოქმედებითი საღამოები, რომელიც ერთიანდება ფესტივალ „რივიერას“ ფარგლებში და თსსუ–ის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს აცნობს უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტების ფოლკლორსა და თვითშემოქმედებას.

წლევანდელი „რივიერა“ ფერადოვანი და მხიარული იყო. სცენაზე გამოდიოდნენ თსსუ–ის სტუდენტები, რომლებიც საქართველოში მსოფლიოს 38 ქვეყნიდან ჩამოდიან სამედიცინო განათლების მისაღებად.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია ინტერნაციონალური ღონისძიებების ჩატარება, რაც ხელს უწყობს არა მარტო სტუდენტების დაახლოებას, არამედ  უცხო ქვეყნებთან  კავშირების დამყარებასა და მომავალ საინტერესო ურთიერთობას.

თსსუ–ში ჩატარებული „რივიერა“  მეგობრობის ზეიმია.