პროექტის „თსსუ-ის ელჩები“ ფარგლებში ჩატარებულ კონკურსს „ჩემი თვალით დანახული თსსუ“ უკვე ჰყავს ხაშურის N1 სკოლის გამარჯვებულები!
საუკეთესო ნამუშევრების ავტორები და შესაბამისად, თსსუ-ის ელჩები გახდნენ ქ. ხაშურის N1 სკოლის მოსწავლეები:
- X კლასის მოსწავლე ნუციკო ხელაშვილი
- XII კლასის მოსწავლეები — ნინო მოსეშვილი, ანკა სახვაძე და ნიკოლოზ ლომსაძე
გილოცავთ გამარჯვებას და დიდი მადლობა, რომ თქვენი შთაბეჭდილებებით და შემოქმედებითი ხედვით გაგვიზიარეთ ‘’თქვენი თვალით დანახული თსსუ’’.
თქვენმა ნამუშევრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანი, საინტერესო, მრავალფეროვანი და შთამაგონებელია თსსუ-სა და სკოლების მეგობრობა. თქვენმა შთაბეჭდილებებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა პროფესიის არჩევის გზაზე ცოდნით, გამოცდილებითა და ცნობისმოყვარეობით გადადგან პირველი ნაბიჯები.
„თსსუ-ის ელჩობა“ ნიშნავს პასუხისმგებლობას, ცოდნის გაზიარებას და სურვილს, სხვებსაც გაუღვიძო ინტერესი იმის მიმართ, რაც საზოგადოებისთვის ასე მნიშვნელოვანია — ჯანმრთელობა, განათლება და პროფესიული არჩევანი.
გვჯერა, რომ სწორედ თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც მომავალში შექმნის უფრო ძლიერ, განათლებულ და პასუხისმგებლიან ჯანდაცვის სფეროს.
მადლობა ხაშურის N1 სკოლას თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის.
მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიურობისთვის, იდეებისა და ინიციატივისთვის.
კონკურსის მიზანი იყო, მოსწავლეებს საკუთარი ხედვით გადმოეცათ ის გამოცდილება, რომელიც თსსუ-ის წარმომადგენლების სკოლაში სტუმრობისას და პროექტში მონაწილეობისას მიიღეს — ცოდნა, შთაბეჭდილებები და აღმოჩენილი ახალი ინტერესები. სწორედ ასეთი გამოცდილება ეხმარება მოსწავლეებს, უფრო გააზრებულად და ინფორმირებულად აირჩიონ მომავალი პროფესია.
ვინც მომავალში გეგმავს პროექტში მონაწილეობას - გახსოვდეთ: ყველა დიდი გზა იწყება ინტერესით, ცნობისმოყვარეობით და ერთი გაბედული ნაბიჯით.
შესაძლოა, თსსუ-ის შემდეგი ელჩი სწორედ თქვენ გახდეთ!